პროექტებით სწავლება
Tuesday, March 28, 2017
მეცხრე დღე
ტრენინგის მუშაობამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა,თითოეულმა დღემ დამანახა, თუ რამდენად საინტერესოდ შეიძლება წარიმართოს სასწავლო პროცესი. პროექტზე მუშობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლობის, გუნდურობის, ლიდერობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის უნარ-ჩვევები. ისინი შეძლებენ პრეზენტაციის მომზადებას და თავისი აზრის უკეთ გადმოცემას. მუშაობის ასეთი ფორმა საინტერესო იქნება თითოეული მოსწავლისათვის.
Saturday, March 18, 2017
მეშვიდე დღე
14. მარტი. ტრენინგის პირველ ნაწილში თითოეულმა მონაწილემ მოახდინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვა-პრეზენტაცია, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მივიღეთ რეკომენდაციები და დავწერეთ პროექტის მსვლელობა. ასეთი მიდგომა ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იქნება მოსწავლისათვის.
Monday, March 13, 2017
მეექვსე დღე
12 მარტი. დასაწყისში გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მეტაშემეცნებაზე. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი წინასწარ შედგენილი პრეზენტაციის მიხედვით. დავალებად მოგვეცა დავწეროთ პროექტის აქტივობები და რეფლექსია. პრეზენტაციაზე მუშაობა მოსწალეებისთვისაც საინტერესო პროცესია.
Saturday, March 11, 2017
მეხუთე დღე
11 მარტის შეხვედრა წინა მასალის გახსენებით დავიწყეთ. შემდგომ გავეცანით ტრენერის ბლოგს,მისი დახმარებით შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დავუკომენტაროთ. ელექტრონული ფოსტის საშუალებოთ გავაგზავნეთ ბლოგის მისამართები. სახელმძღვანელოდან განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შეფასების სტრატეგიები და მოვარგეთ ისინი ჩვენს პროექტს, განვიხილეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი.დავალებად მოქვეცა რეფლექსიის და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაწერა. დღევანდელმა დღემ დამანახა თუ როგორ საიტერესოდ შეიძლება შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მუშაობა.
Monday, March 6, 2017
მეოთხე დღე
5 მარტი- ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო წინა დღის გახსენებით. შემდგომ გავიარეთ
პროექტის სასწავლო მიზნები. სახელმძღვანელოდან განვიხილეთ მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვები, შევიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავაზიარეთ. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
პროექტის სასწავლო მიზნები. სახელმძღვანელოდან განვიხილეთ მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვები, შევიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავაზიარეთ. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
Saturday, March 4, 2017
მესამე დღე
04.03. ტრენინგის მესამე დღე დაიწყო მოცემული დღის მიზნების გაცნობით და განვლილი მასალის გამეორებით.შემდგომ ამისა შევქმენით პროექტის საინფორმაციო ბუკლეტი, შესაბამის საიტზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები და ინდიკატორები. ვისაუბრეთ მიზნებზე და დავალებად მოგვეცა პროექტის სასწავლო მიზნების შემუშავება.
Tuesday, February 28, 2017
მეორე დღე
26 თებერვალი- ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის მიმოხილვით,გავიხსენეთ თუ რა ეფქტურია პროექტებით სწავლება მოსწავლეთა შეფასებისათვის. შემდგომ თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პროექტის თემა და მოხდა მისი თემატიკის დახვეწა-გენერირება.ვისაუბრეთ ჩვენს როლზე პროექტებით სწავლებაში.შევქმენით პროექტის პორტფოლიო და გუგლი-ღრუბლები.დავალებად მოგვეცა პროექტების საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.
Subscribe to:
Posts (Atom)