Tuesday, February 28, 2017

მეორე დღე

   26 თებერვალი- ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის მიმოხილვით,გავიხსენეთ თუ რა ეფქტურია პროექტებით სწავლება მოსწავლეთა შეფასებისათვის. შემდგომ თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პროექტის თემა და მოხდა მისი თემატიკის დახვეწა-გენერირება.ვისაუბრეთ ჩვენს როლზე პროექტებით სწავლებაში.შევქმენით პროექტის პორტფოლიო და გუგლი-ღრუბლები.დავალებად მოგვეცა პროექტების საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.

Saturday, February 25, 2017

პირველი დღე

    დღეს ტრენინგის პირველი დღეა 25 თებერვალი.შეხვედრა თავიდანვე სანტერესოდ დაიწყო. ერთმანეთის გაცნობის შემდგომ გადავედით თემის,,პროექტებით სწავლება"
მიმოხილვაზე-თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტური სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად, აგრეთვე თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. გავიგეთ რომ სწავლება შედგება რვა მოდულისაგან, რომელიც თავის მხრივ შეიცავს უამრავ აქტივობას.
გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, დამატებით რესურსებს, რომელშიც გამოყენებული იყო შემდეგი ფაილები.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა 
  გავეცანით რამდენიმე პროექტის ნიმუშს და  გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა სავარაუდო პროექტის თემაზე:  დასასრულს შევქმენით ბლოგები. პირველმა დღემ თბილ და საქმიან
ატმოსფეროში ჩაიარა.