დღეს ტრენინგის პირველი დღეა 25 თებერვალი.შეხვედრა თავიდანვე სანტერესოდ დაიწყო. ერთმანეთის გაცნობის შემდგომ გადავედით თემის,,პროექტებით სწავლება"
მიმოხილვაზე-თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტური სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად, აგრეთვე თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. გავიგეთ რომ სწავლება შედგება რვა მოდულისაგან, რომელიც თავის მხრივ შეიცავს უამრავ აქტივობას.
გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, დამატებით რესურსებს, რომელშიც გამოყენებული იყო შემდეგი ფაილები.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
გავეცანით რამდენიმე პროექტის ნიმუშს და გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა სავარაუდო პროექტის თემაზე: დასასრულს შევქმენით ბლოგები. პირველმა დღემ თბილ და საქმიან
ატმოსფეროში ჩაიარა.
No comments:
Post a Comment